სიახლეები
27.09.2017
წილკანში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებს უმასპინძლეს

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორე წელია იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკები იღებენ.
ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.