სიახლეები
01.10.2017
გამოფენაში „აგრო ბათუმი 2017“ მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მიიღო

„აგრობათუმი 2017“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გახსნა და წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა. აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მიზანი აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
„აგრო ბათუმი 2017“ დღეს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. გამოფენაში მონაწილეობენ აგროსასურსათო სექტორში დასაქმებული ქართული და უცხოური კომპანიები, მათ შორის,თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. საერთაშორისო გამოფენა კომპანიის „GEONET EXPO” ორგანიზებით აჭარის რეგიონში უკვე მეშვიდედ იმართება.