სიახლეები
30.04.2015
კვლევითმა ცენტრმა საპატრიარქოსთან ერთად საკოლექციო ვენახი გააშენა
სსიპ სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა საპატრიარქოსთან და „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ ერთად კიდევ ერთ ეროვნულ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი - გაშენდა საკოლექციო ვენახი, რომლის შემადგენლობაშია სტანდარტულ ასორტიმენტში შემავალი 77-მდე ქართული დასახელების ადგილობრივი ვაზის ჯიში.შეგახსენებთ, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გასული წლის 19 დეკემბერს გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“, რომლის მიზანია მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.
სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მოხარულია მონაწილეობა მიიღოს ასეთ ღონისძიებაში და მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ყოველ ასეთ წამოწყებას, მომავალ თაობას კი შეუნარჩუნოს და გადასცეს ქართული საგანძური.