სიახლეები
09.05.2015
„ახალი ღვინის ფესტივალი 2015“
.png)
ფესტივალის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ღვინის შესახებ ცოდნის გაზიარება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდა. ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ღვინის დაყენების სხვადსხვა ტექნოლოგიებს.
მონაწილეებს შორის, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნირო-კვლევითი ცენტრი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ვაზის იშვიათი ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები წარუდგინა და გასცა რეკომენდაციები. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა შემდეგმა ჯიშებმა: “სირგულა”, „კახური მცვივანი“, „მესხური მწვანე“, „თეთრი კაპისტონი“, „ღრუბელა“, „სიმონასეული“ „შავი ჩინური“, „კურძა“ და „ჩექობალი“.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე მუდმივად მიმდინარეობს ქართული, ტრადიციული და უცხოური ვაზის ჯიშების მოძიება-გაშენების პროცესი.