სიახლეები
05.05.2015
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მორიგი ექსპედიცია

სწორედ, ამ მიზნით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მიერ მოეწყო ექსპედიცია ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში - რომლის მიზანსაც წარმოადგენდა: სასურველი საფუტკრეების მოძიება; საფუტკრეებში ფუტკრის ოჯახების მასიური აღწერა და შერჩევა შეფერილობის და ქცევის მიხედვით; საკვების რაოდენობის განსაზღვრა, დაავადებული ოჯახების გამოვლენა - გამორიცხვა; მუშა ფუტკრის ნიმუშების აღება თითოეული ოჯახიდან (არანაკლებ 30-50 მუშა ფუტკარი) შემდგომში ექსტერიერული მონაცემების (ხორთუმის სიგრძე, ფრთის სიგრძე-სიგანე, კუბიტალური ინდექსი) შესასწავლად ლაბორატორიულ პირობებში;
ექსპედიციაში მეგრული პოპულაციის გავრცელების ტრადიციულ არეალში ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საფუტკრეების მასობრივი შემოწმებისას მოძიებული იქნა 6 შედარებით სუფთად შემონახული კერძო საფუტკრე.
სულ - ორივე მუნიციპალიტეტში შემოწმდა 359 ფ/ოჯახი და გამოირჩა - 57 ფ/ოჯახი. აღნიშნული ნიმუშები შესაბამისი მეთოდიკის საფუძველზე მოთავსდა 70 % ეთილის სპირტში და ტრანსპორტირებულ იქნა თბილისში ლაბორატორიულ პირობებში ექსტერიერული კვლევისათვის, რის საფუძველზეც დადგინდება შეესაბამება თუ არა მოძიებული ფ/ოჯახები ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციისათვის დამახასიათებელ ჯიშურ მაჩვენებლებს.