სიახლეები
05.05.2015
მიმდინარე კვლევების მონიტორინგი წილკნის ბაზაზე

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ექსპერიმენტალური ბაზის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად, სტუმრებს ერთწლოვანი კულტურების, ბიოაგროწარმოებისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კვლევითი სამუშაოები გააცნო.
დათვალიერებულ იქნა საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეული, ბოსტნეულ-ბაღჩეული, ტექნიკური, საკვები და სხვა კულტურების: ხორბალი, ქერი, შვრია, ფეტვი, სიმინდი, ღომი, სოია, ბარდა, ცერცვი, მუხუდო, ოსპი, სელი, ცულისპირა, იონჯა, კოინდარი, სამყურა ესპარცეტი და სხვა ჯიშების და ჰიბრიდების ნათესები. ასევე მოინახულეს სათბურის პირობებში პომიდვრისა და კიტრის ჩითილების დაავადებისადმი გამძლე საძირეებზე მყნობის პირველი შედეგები.
მინისტრის მოადგილემ ასევე დაათვალიერა ნიადაგისა და დნმ ლაბორატორიების მშენებლობა - რეკონსტრუქციის სამუშაო პროცესები, რომელიც ახლო პერიოდში დასრულდება.