facebook
youtube
mail

სიახლეები

20.04.2015

ნერგების ფესტივალი - Green Fest 2015

 „საბა გარდენმა“ 18-19 აპრილს ნერგების ფესტივალს უმასპინძლა, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა. ფესტივალზე მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში არსებული გამწვანების სამსახურები და სანერგე მეურნეობები, სადაც მათ წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი ნიმუშები. ფესტივალის გახსნას ესწრებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში დარგის მნიშვნელობაზე და ქალაქის გამწვანებაში არსებული მეურნეობების როლზე ისაუბრა.

ფესტივალში სხვადასხვა სანერგეებთან ერთად სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ვაზისა და ხეხილის ნერგების ფართო ასორტიმენტი წარუდგინა. ფესტივალზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ სასურველ ნერგებს და ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ მათი მოვლა-მოყვანის შესახებ ინსტრუქცია.

ფესტივალზე ნერგებისა და დეკორატიული მცენარეების გარდა წარმოდგენილი იყო მცენარეთა დაცვის საშუალებები და საბაღე-სამეურნეო ინვენტარი.