სიახლეები
01.07.2015
მორიგი ექსპედიცია ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის გადასარჩენად

წინა ექსპედიციაში, გამორჩეული 57 ფუტკრის ოჯახიდან ლაბორატორიული (ექსტერიერული) კვლევის შედეგად შეირჩა 28 ოჯახი, რომელიც პასუხობს ქართული ფუტკის მეგრული პოპულაციისათვის დამახასიათებელ სტანდარტს, მაგრამ შემდგომი შესწავლისათვის და დაგემგილი სელექციური სამუშაოებისათვის გადაწყდა მათ შორის საუკეთესო ბიოლოგიურ-სამეურნეო მაჩვენებლების მქონე 15 ფუტრკის ოჯახის შესყიდვა და იზოლირებულ ტერიტორიაზე განლაგება, რისთვისაც წინასწარ დამზადებული და შესყიდული იქნა მაღალი ხარისხის ცვილში დამუშავებული სტანდარტული დადან-ბლატის 12 ჩარჩოიანი სკები 2 საკუჭნაოთი.
დღეისათვის აღნიშნული 15 ფუტკის ოჯახის აღწერით დადგენილია, რომ ფუტკრის ოჯახების საშუალო სიძლიერე არის 12 ჩარჩო ფუტკარი, გადაბეჭდილი ბარტყი 125,1 კვადრატი (დედა ფუტკრის საშუალო სადღეღამისო კვერცხმდებლობა-1042,5ცალი), საკვები მარაგი თაფლის სახით-19,8 კგ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ფუტკრის ოჯახები ვითარდებიან ნორმალურად არსებული ღალიანობის პირობებში. ეს ოჯახები განთავსებულია იზოლირებულ ტერიტორიაზე და ადგილზე ამ სელექციურ ჯგუფს უვლის კვალიფიციური მეფუტკრე.