სიახლეები
02.07.2015
თავთავიანი კულტურების მონიტორინგი კახეთის რეგიონში
სოფლის
მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ერთწლოვანი
კულტურების კვლევის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლებთან, გულნარ ჩხუტიაშვილთან
და ადოლ ტყეშელაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო
ნაკვეთებზე: საგარეჯო-სოფ.დუზაგრამა, გურჯაანი- სოფ.მელაანი, დედოფლისწყარო - სოფ.
შავჭრელები, თელავი - სოფ. გულგულა და ახმეტა - სოფ. ხორხელი არსებული ხორბლის, ქერის,
შვრიისა და ჭვავის ნათესების მონიტორინგი განახორციელა.
აღნიშნულ
საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე დათესილია თავთავიანი კულტურების 50-ზე მეტი ჯიში,
მათ შორის ხორბლის ქართული ჯიშები: შავფხა, ვარძია, ახალციხური წითელი დოლის პური,
თეთრი დიკა, საული 9, ლომთაგორა 126 და სხვ.
ცენტრის
მეცნიერ-თანამშრომლების მიერ თავთავიანი კულტურების მონიტორინგი, როგორც აღმოსავლეთ,
ასევე დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუდმივ რეჟიმში განხორციელდება.





.png)







.png)







