სიახლეები
03.07.2015
ტრეინინგი ჩინეთში ,, მეთევზეობასა და აქვა კულტურაში გამოყენებული საკვების წარმოება და მართვა“
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომელი, იხტიოლოგი ელდარ კაშია, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩინეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. სპეციალისტმა მონაწილეობა მიიღო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის
ორგანიზაციის (FAO) და ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში - ,, მეთევზეობასა და აქვა კულტურაში
გამოყენებული საკვების წარმოება და მართვა“
რომელიც განსაზღვურლია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის
ქვეყნებისათვის.
აღნიშნული ტრეინინგის ფარგლებში სამეცნიერო კვლევითი-ცენტრის თანამშრომელს
გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.