სიახლეები
03.07.2015
დაიწყო „ქართული მთის ძროხის“ სარძეო პროდუქტიულობის შესწავლა

საცდელი ფურების სარძეო პროდუქტიულობის შესწავლის მიზნით, დეპარტამენტის
სპეციალისტები იმყოფებოდნენ თიანეთში - არტოს
საზაფხულო საძოვრებზე, სადაც ჩატარდა ფურების საკონტროლო წველა, რძის ინდივიდუალურ ნიმუშებს
ჩაუტარდა მიკრობიოლოგიური და ქიმიური ანალიზი და განისაზღვრა მათი ქიმიური შემადგენლობები, (ცხიმი, ცილა, ლაქტოზა, მშრალი, მინერალური ნივთიერება და სხვა მაჩვენებლები).
აღნიშნული კვლევები განხორციელდება მთელი
ლაქტაციის პერიოდის მანძილზე დაახლობიეთ 7-8 თვის განმავლობაში, რის შედეგადაც დადგინდება
„ქართული მთის ძროხის“ სარძეო პროდუქტიულობის საშუალო მაჩვენებელი.