სიახლეები
07.07.2015
ჯიშთა გამოცდა ამბროლაურში

საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე ნათესების მონიტორინგი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ამბროლაურის მერმა, რატი ნამგალაძემ, დარგის სპეციალისტებთან და მეცნიერებთან ერთად განახორციელეს.
საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე ერთწლოვანი კულტურების ჯიშების სელექციური გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს. გამოიკვეთა ამბროლაურის რაიონისთვის კარგად ადაპტირებული ჯიშები, რომლებიც საკმაოდ მაღალი პროდუქტიულობით ხასიათდება. საცდელი ნიმუშების აღების ვადები, რის შემდეგაც მოხდება თავთავიან და სხვა კულტურებში ხარისხობრივი და სტრუქტურული მაჩვენებლების შესწავლა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ჯიშთა გამოცდის ფარგლებსი, თავთავიანი და სხვა კულტურების მონიტორინგი, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუდმივ რეჟიმში განხორციელდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.