სიახლეები
06.11.2017
სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა მიმდინარეობს

კვალიფიციურობის დადგენის პროცესში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, სანერგე მეურნეობამ სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურში უნდა გააკეთოს განაცხადი, რის საფუძველზეც სპეციალისტები საველე ინსპექტირებას ჩაატარებენ. ლაბორატორიული ანალიზებისა (ვირუსი, ნიადაგი) და საველე ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, გაიცემა სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ კანონი არეგულირებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნერიო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა და ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა.