სიახლეები
07.11.2017
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი NASA-სთან ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს

კვლევის დროს, კავკასიის რეგიონისთვის პირველად იქნება გამოყენებული ისტორიული მონაცემები, რომელიც XX საუკუნის 60-70-წლებში ამერიკული თანამგზავრიდანაა გადაღებული. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა მიწის დეგრადაცია და მიწათსარგებლობის ცვლილება დროის ხანგძლივ მონაკვეთში შეფასდეს.
პროექტის წამყვანი ორგანიზაცია ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტია (აშშ), ხოლო პარტნიორები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი, აშშ), ჰუმბოლტის უნივერსიტეტი (ბერლინი, გერმანია), ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (ბრაშოვი, რუმინეთი), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ერევნის სახელმწიფო უნივერისტეტი (სომხეთი) და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია (აზერბაიჯანი) არიან.
სამწლიანი პროექტის შედეგები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო პროდუქტი, რუკების სახით, ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის ვებპორტალის საშუალებით იქნება.