სიახლეები
08.11.2017
„იალონის“ ბენეფიციარები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

„იალონის“ აღსაზრდელებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა და ჩურჩხელებიც ამოავლეს. ბენეფიციარების სტუმრობა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიც ბავშვების კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვაა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.