სიახლეები
28.11.2017
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას აღრმავებს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა აგრარული მიმართულებით ორი უწყების თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი პროფესიონალებად გაზრდა აგრარული დარგის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.