სიახლეები
20.12.2017
დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონების გამოცდა გრძელდება

პირველადი მეთესლეობისა და სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების მიზნით, ლაბორატორია დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ადგილობრივი ჯიშებისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან (CIP) მიღებული 76 სხვადასხვა კლონის გამრავლებას ინ ვიტრო მეთოდებით აწარმოებს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები მავნებელ დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის ერთობლივი კვლევების პროექტზე მუშაობენ, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.