სიახლეები
28.07.2015
სურსათის მიკრობიოლოგიური პოტენციური საფრთხეების პრიორიტეტულობა
რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსა და სამსახურის ინიციატივით გაიმართა მე-2 სამუშაო შეხვედრა სურსათის მიკრობიოლოგიური პოტენციური საფრთხეების პრიორიტეტულობის განსაზღვრისა და ნორმირების საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ: სურსათის ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რიჩარდ ლუგარის სახ.საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები. საკითხების განხილვისას განხორციელდა ინტერნეტ ჩართვა (skype) ლონდონიდან მიკრობიოლოგ ნონო ჭანიშვილთან პათოგენური მიკროორგანიზმების ლაბორატორიული კვლევის თანამედროვე მიდგომებისა და ნორმირების შესახებ.სამუშაო
შეხვედრას უძღვებოდა
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავჯდომარე აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი. მონაწილეებმა განიხილეს
ბიოლოგიური საფრთხეებით: შიგა ტოქსინის წარმომქნელი E.coli (ვეროციტოტოქსიური E.coli (VTEC); ენტეროჰემორაგიული E.coli (EHEC)), კამპილობაქტერიოზის გამომწვევი-Campylobacter-ით, სტაფილოკოკური ენტეროტოქსინებით, კოაგულაზა-დადებითი
სტაფილოკოკით, Shigella-ითა
და Listeria monocytogenes-ით გამოწვეული სურსათის ნიმუშების
დაბინძურების ფაქტები
და შემდგომში
ამ ჯგუფებისთვის მიკრობიოლოგიური ზღვრების
დადგენის საკითხები.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია Listeria monocytogenes-თან მიმართებაში მონიტორინგის რეჟიმში შესრულებული ლაბორატორიული გამოცდების შედეგებზე.
ასევე განხილული იქნა სურსათში Listeria monocytogenes -ის
გამოვლენისთვის ნორმირების რეგლამენტები და სურსათის
კატეგორიები, რომელშიც
უნდა მოხდეს
აღნიშნული პათოგენის
გამოვლენა.
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მამუკა კოტეტიშვილმა წარმოადგინა მოხსენება Campylobacter-ის, ვეროციტოტოქსიული E.
Coli-ის, და Shigella-ს სურსათში საფრთხეების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ევროპის სურსათის უვნებლობის
სააგენტოს
(EFSA) და ევროპის დაავადებათა
პრევენციის
და
კონტროლის
ცენტრის
(ECDC) ანგარიშების გათვალისწინებით კამპილობაქტერიოზი
ითვლება
ყველაზე
ხშირ
ზოონოზურ
ინფექციად
ევროპაში
და
გამოთქვა
ვარაუდი
საქართველოში,
Campylobacter-ით სურსათის დაბინძურების
მაღალი
რისკის
შესახებ.
აღნიშნულთან
დაკავშირებით
სხდომის
მონაწილეები
შეთანხმდენ:
1) უნდა
განისაზღვროს
სურსათის
ჯგუფები
რომლებსაც
გააჩნიათ
აღნიშნული
პათოგენით
დაბინძურების
მაღალი
რისკი,
2) უნდა
დადგინდეს
სურსათში
პათოგენის
დასაშვები
ნორმები,
და
3) საკვების
უვნებლობის
სისტემაში
უნდა
ინიცირდეს
ასეთი
სურსათის
სისტემატური
შემოწმება
Campylobacter-ის შემცველობაზე.
გარდა ამისა სხდომაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობის მიერ ვეროციტოტოქსიული E. Coli-ის (VTEC) O157:H7 სეროჯგუფის შტამებით დაბინძურებული საკვების მოხმარების შედეგად მრავალი ეპიდაფეთქებაა მომხდარი მსოფლიოში, ხოლო საქართველოში VTEC O157:H7-ის სიხშირე სურსათში დაუდგენელია. დადგინდა, რომ საჭიროა შესწავლილ იყოს VTEC O157:H7-ის სიხშირე სხვადასხვა სურსათში (როგორც ცხოველური ისე მცენარეული წარმოშობის პროდუტებში), იმისათვის რომ რაციონალურად დაიგეგმოს შესაბამისი სურსათის უვნებლობის ღონისძიებები ამ მიმართულებით. აგრეთვე ხაზგასმული იქნა საქართველოში Shigella-ს გვარის წარმომადგენლების (S. flexnery, S. dysenteriae, S. boydii და S. Sonne i ) მიერ გამოწვეული დაავადებების მაღალი სიხშირე, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებში და სკოლებში. საფრთხის შემცველ სურსათს შორის, რომელიც შიგელოზის გავრცელებასთანაა დაკავშირებული სავარაუდოდ აღმოჩნდა ამ პათოგენებით დაბინძურებული კარაქი, ყველი და სასმელი წყალი. აღნიშნული პრობლემის შესწავლის საფუძველზე სხდომის მონაწიილეებმა დაადგინეს, რომ შიგელოზის შესამცირებლად საჭიროა სტანდარტული სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გამტკიცება სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში და ზევით აღნიშნულ დაწესებულებებში.
საკითხების შესწავლისა და დასკვნის
მომზადების მიზნით
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ
მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ კი
განხილვას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული
კვლევის ყველა
ხელმისაწვდომი მონაცემი
გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგისა და
ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან
(მ.შ.
რიჩარდ ლუგარის სახ.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრიდან) და სურსათის
ეროვნული სააგენტოდან.