სიახლეები
30.09.2018
საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გეგმის განხილვა გაიმართა

საქართველოში კარტოფილი მნიშვნელოვან კულტურას წარმოადგენს და ის დაახლოებით 25 000 ჰექტარზე იწარმოება. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის საბაზისო კვლევები ჩაატარა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის განვითარების გეგმა შეიმუშავა. გეგმა ახალი გენოტიპების შემოტანას, შერჩეულ ჯიშებში ვირუსებისადმი გამძლე ჯიშების იდენტიფიკაციას და კატალოგის შექმნას, ჯიშობრივ კვლევებს, ექსტენციონალისტებისა და ფერმერების გადამზადებას, ტექნიკის ადაპტაციას, თესლის სიჯანსაღეზე მონიტორინგს, სერტიფიცირებული თესლის სტრატეგიულ გამოყენებას, საბაზრო ჯაჭვის კვლევებს და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების ანალიზს, ჯანსაღი სათესლე მასალის მიღებით მოსავლიანობის მკვეთრ ზრდას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ თესლის სერტიფიცირების შესახებ კანონი უკვე ძალაშია, რაც ფერმერებს დაეხმარებათ, გამოიყენონ ხარისხიანი სათესლე მასალა და ხარისხიანი პროდუქტი მიიღონ.
სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 80-მდე ფერმერი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 30-მდე წარმომადგენელი და 90-მდე მეცნიერი.
შეხვერდას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაცია ქეას, საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორპსის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, USAID-ის, აკრედიტაციის ცენტრის და საქპატენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.