სიახლეები
12.08.2015
მორიგი ექსპედიცია მაღალპროდუქტიული კულტურული ჯიშების გამოსაცდელად

ახალ
გარემო პირობებში ინტროდუცირებულ ცხოველებზე მრავალი ფაქტორი ახდენს ზემოქმედებას.
გარემო ტემპერატურის მკვეთრი მომატების
ან შემცირების დროს ხდება ცხოველის ფიზიოლოგიური
მაჩვენებლების ცვლილებები, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმის ადაპტაციის
უნარის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს.
სხვადასხვა ჯიშის საცდელი ცხოველების კლინიკურ სტატუსის და სისხლის
ზოგიერთი მორფოლოგიურ-ბიოქიმიური მაჩვენებლების შესწავლის მიზნით თელეთის ფერმაში ჩატარდა ექსპერიმენტი. კვლევა მიმდინარეობდა დღის 3 მონაკვეთში: თერმონეიტრალურ, ტემპერატურული
პიკის და ტემპერატურის ვარდნის საათებში. საცდელი ფურებიდან აღებულ სისხლში განისაზღვრა ჰემოგლობინი, ერითროციტები, ლეიკოციტები,
სისხლის შრატის საერთო ცილა; ალბუმინი, გლობულინი და გაანგარიშებული იქნა თერმული სიმყარის ინდექსი. პარალელურად ჩატარდა ცხოველების
მონაწველისა და რძის ქიმიური შედგენილობის
შესწავლა. კვლევამ გამოავლინა მაღალი ტემპერატურის
მიმართ ჯიშების ტოლერანტობის განსხვავებული უნარი.