სიახლეები
29.09.2015
შეხვედრა აშშ-ს საელჩოსა და ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრის დირექტორის მოადგილე, ავთანდილ კორახაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის
მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მენეჯერს სარა ლიბრეას
და საქართველოში აშშ-ს საელჩოს სოფლის მეურნეობის სპეციალისტს დემნა ძირკვაძეს შეხვდა.
შეხვედრის ძირითად მიზანს სასოფლო-სამეურნეო კვლევების სფეროში „ნორმან ბორლაუგის საერთაშორისო
აგრარული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სასტიპენდიო პროგრამის“ შეთავაზება და ამ პროგრამის
ფარგლებში არსებული შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს ბორლაუგის სასტიპენდიო პროგრამაში კვლევითი ცენტრის თანამშრომლების ჩართვასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში კვლევითი ცენტრი უახლოეს პერიოდში დაიწყებს პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი თემების შემუშავებასა და მასში ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერების მონაწილეობის შესაძლებლობების შესწავლას.
საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, USDA-ის მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ განათლება და უნარ-ჩვევები საქართველოს უნივერსიტეტებში, რის საფუძველზეც ტრენინგებს გაივლიან აშშ-ში და თავიანთი ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში მეცნიერულ საფუძველზე.





.png)







.png)






.png)
.png)