სიახლეები
17.11.2016
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობა ღრმავდება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი კვლევების შედეგები განიხილეს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აზიის ქვეყნებში კარტოფილის პროგრამის კოორდინატორს, გრეგორი ფორბესს ცენტრში მიმდინარე სამუშაოები გააცნო და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საუბარი შეეხო ახალ პროგრამას, რომელიც 2017-2020 წლებში განხორციელდება და საქართველოში მეთესლეობის სისტემის კვლევასა და ინტეგრირებული ჯანსაღი თესლის წარმოებას ითვალისწინებს. პროგრამას ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად განახორციელებს.
„სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ზოგადად მეკარტოფილეობის დარგის განვითარებისა და სარგავი (სათესლე) მასალის წარმოების ხელშეწყობისთვის. კარტოფილის ახალი ჯიშების ინტროდუცირება, მათი მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გავრცელება ფერმერებს ხარისხიანი მოსავლის მიღებაში ეხმარება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლებმა ჯიღაურას ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების საკოლექციო, სადედე და სადემონსტრაციო ნაკვეთები, ცენტრის ერთწლოვანი კულტურების ექსპერიმენტალური ბაზა და ინვიტრო ლაბორატორია დაათვალიერეს, სადაც CIP-ის მიერ ცენტრისთვის გადმოცემულ კარტოფილის ახალ ჯიშებსა და კლონებზე დაკვირვება მიმდინარეობს.